This feature is available only for our members. Please Log in to your Account or Buy a Card to acquire membership.
შესვლა შეძენა
თუ თქვენ ბარათი შეიძინეთ ონლაინ - ის ავტონატურად იქნება გააქტიურებული, რაც საშუალებას მოგცემთ გქონდეთ წვდონა თქვენი “GeoRefund” ბარათის მონაცემებთან - ამისათის უნდა შეხვიდეთ “GeoRefund“ სისტემაში იმ ინსტრუქციების მიხედვით, რომელიც თქვენ მიიღეთ ბარათის შეძენისას. თქვენ ანგარიშზე ზუსტად აისახება დაგროვილი თანხები და შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენთვის დარიცხული თანხების სისწორე.
თუ თქვენ ბარათი შეიძინეთ არა ონლაინ, არამედ ერთერთ ჩვენ დილერთან ან ტურ ოპერატორთან - საჭიროა ბარათის გააქტიურება, რათა თქვენ მიიღოთ წვდომა თქვენ ანგარიშთან. ბარატის აქტივაცია. გთხოვთ გაითვალიწინოთ, რომ იმისდამიუხედავად გაააქტიურეთ თქვენ ბარათი თუ არა, თანხები მაინც დაგერიცხებათ.
GeoRefund” ბარათი საშუალებას აძლევს მის მფლობელს დაიბრუნოს მის მიერ დახარჯული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ შემთხვევაში თუ ის მიიღებს მომსახურებას ბარათის პარტნიორ კომპანიებში.
ბარათის პარტნიორი კომპანიები წარმოადგენენ საქართველოში მოქმედ საუკეთესო სერვისებით გამორჩეულ კომპანიებს მომსახურების სხვადასხვა დარგში. ესენი არიან სასტუმროები, ჰოსტელები, რესტორნები, კაფეები, კვების სწრაფი ობიექტები, ავტომანქანების, ველოსიპედების და სკუტერების გაქირავების კომპანიები, სუვენირების და ქართული ღვინის საუკეთესო მაღაზიები, ქართული დელიკატესების მაღაზიები, ცნობილი ქართველი დიზაინერების საავტორო მაღაზიები, სილამაზის სალონები, ფიტნეს ცენტრები, ღამის კლუბები და სხვ. სრული სია მითითებულია საიტზე განყოფილებაში ბარათის პარტნიორები.
ვის აქვს უფლება ისარგებლოს “GeoRefund” ბარათით?
“GeoRefund” ბარათის მფლობელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი მათ შორის ტურისტი (უცხოური ქვეყნის მოქალაქე), რომელიც დროებით იმყოფება საქართველოში.
“GeoRefund” ბარათის მოქმედების მაქსიმალური ვადა შეადგენს 30 კალენდარულ დღეს ბარათის პირველი გამოყენების მომენტიდან. ბარათის პირველი გამოყენების მომენტს წარმოადგენს “GeoRefund” სსააღრიცხვო სისტემაში მისი პირველი გატარების თარიღს.
ბარათის მოხმარების წესები: ქეშ ბექის დაგროვება - ხარჯების დაფიქსირება.
გაითვალისწინეთ, რომ “GeoRefund” ბარათი აქტიურია მისი შეძენის მომენტიდან ე.ი. მისი გამოყენება (მასზე თანხების დაგროვება) შესაძლებელია ბარათის შეძენისთანავე.
პარტნიორი კომპანიების ობიექტებში საქონელის შეძენისას ან მომსახურების მიღებისას თანხის გადახდის დროს ბარათის მფლობელს მოლარე აძლევს თანხის გადახდის დამადასტურებელ ჩეკს. გამოართვით ეს ჩეკი მოლარეს და წარუდგინეთ მას თქვენი “GeoRefund” ბარათი. მოსთხოვეთ მოლარეს, რომ გაატაროს თქვენ მიერ გადახდილი თანხა “GeoRefund” სააღრიცხვო სისტემაში. მოლარე შევა სპეციალურ საარღიცხვო სისტემაში, გამოგართმევთ ბარათს და თანხის გადახდის დამადასტურებელ ჩეკს დაასკანირებას მათ და შეიყვანს გადახდილ თანხას, რის შედეგად თქვენი თანხა დაფიქსირებული იქნება, რაც აისახება თქვენ ანგარიშზე “GeoRefund” სააღრიცხვო სისტემაში, ამის შემდეგ მოლარე უკან დაგიბრუნებთ თქვენ ბარათს და ჩეკს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გაწეული ხარჯების დაფიქსირება უნდა მოხდეს მომსახურების მიღების ან საქონელის შეძენისთანავე. გთხოვთ აგრეთვე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მოთხოვოთ ყველა იმ ხარჯების დაფიქსირება, რომელთა გაღება მოხდა თქვენი მონაწილეობით (მაგალითად თქვენ გადაიხადეთ იმ პირების მომსახურების საფასური, რომლებიც არ არიან “GeoRefund” ბარათის მფლობელები. ერთი და იგივე ხარჯები (ხარჯები, რომელიც დაფიქსირებულია ერთი და იგივე ჩეკში) ფიქსირდბა GeoRefund სისტემაში მხოლოდ ერთხელ.
თუ ნებისმიერი მიზეზის გამო ვერ ხერხდება თქვენი ხარჯების დაფიქსირება აუცილებლად შეინახეთ თანხის გადახდის დამადასტუირებელი შეკი და იმავე დღეს გვაცნობეთ ამის შესახებ კომპანიის ცხელ ხაზზე ტელ. 599 000 000, წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი პრეტენზიები არ მიიღება.
როგორ შექმნათ წვდომა “GeoRefund” სააღრიცხვო სისტემაში თქვენ ანგარიშთან. თუ თქვენ “GeoRefund” ბარათი შეიძინეთ www.georefund.com ვებ გვერდის მეშვეობით თქვენი ბარათი ავტომატურადაა გააქტიურებული და თქვენ ავტომატურად გაქვთ წვდომა თქვენ ანგარიშზე.
თუ “GeoRefund” ბარათი თქვენ შეიძინეთ ჩვენი კომპანიის დისტრიბიუტორთან, იმისათვის რომ გქონდეთ წვდომა თქვენ ანგარიშთან და აკონტროლოთ დაგროვილი ქეშ ბექი, საჭიროა ბარათის გააქტიურება. ამისათვის შედით www.georefund.com ვებ გვერდის განყოფილებაში ბარათის აქტივაცია და გაიარეთ მანდ მითითებული პროცედურა.
სად არის შესაძლებელი “GeoRefund” ბარათზე დაგროვილი თანხების მიღება?
ამ თანხების მიღება შესაძლებელია Refund ოფისებში, მათი სია იხილეთ www.georefund.com და “GeoRefund” აპლიკაციაში.
“GeoRefund” ბარათით დაგროვილი თანხების ანაზღაურების პროცედურა.
“GeoRefund” ბარათით დაგროვილი თანხების ანაზღაურების მისაღებად მიმართეთ ნებისმიერ Refund ოფისს, წარუდგინეთ მენეჯერს ბარათი, თქვენი პასპორტი. მენეჯერი შევა თქვენ “GeoRefund” ანგარიშზე, გადაამოწმებს მანდ დაგროვილ თანხას, მოახდენს ამ თანხის კონვერტაციას იმ ვალუტაში, რომელიც თქვენ გქონდათ მითითებული ბარათის ინტერნეტით შეძენისას ან ბარათის გააქტიურებისას და თქვენ მიიღებთ დაგროვილ თანხას, ამ მიმენტიდან მოხდება თქვენი ბარათის დეაქტივაცია (ბარათით სარგებლობას ამ მომენტიდან ვეღარ შეძლბთ).
იმ შემთხვევაში თუ დაგროვილი თანხა აღემატება 100 აშშ დოლარს, მენეჯერი ჩაიწერს თქვენი საბანკო ანგარიშის მონაცემებს და დაგროვილი თანხა გადმოირიცხება თქვენ საბანკო ანგარიშზე.
თუ რაღაცა მიზეზების გამო თქვენ ვერ ასწრებთ დაგროვილი თანხის მიღების პროცედურის გავლას, თქვენ მიერ დაგროვილი თანხა გაქვთ უფლება მიიღოთ ბარათის შეძენიდან 3 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ არანაირი პრეტენზიები არ მიიღება.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ადგენს თუ როგორ იყენებს და იცავს “Georefund” ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გადასცემთ “Georefund”-ს ამ ვებ გვერდზე.
“Georefund” უზრუნველყოფს თქვენი კონფიდენციალურობის დაცულობას. გარწმუნებთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გამოყენებულ იქნება ამ ვებ გვერდზე თქვენი იდენტიფიცირებისთვის გამოყენებულ იქნება მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
დროთა განმავლობაში “Georefund”-მა შეიძლება შეცვალოს ეს პოლიტიკა ამ გვერდის განახლებით. თქვენ უნდა შეამოწმოთ ეს გვერდი პერიოდულად, რათა დარწმუნდეთ, რომ აღნიშნული შესაძლო ცვლილებები თქვენთვის მისაღებია.
რას ვაგროვებთ
ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ შემდეგი ინფორმაცია:
სახელი და გვარი
საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართი
დემოგრაფიული ინფორმაცია
მომხმარებლის გამოკითხვის და/ან შეთავაზების რელევანტური სხვა ინფორმაცია
როგორ ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას
ჩვენ ვითხოვთ აღნიშნულ ინფორმაციას იმ მიზნით, რომ უკეთ გავიგოთ თქვენი საჭიროებების შესახებ და გაგიწიოთ უკეთესი მომსახურება, კერძოდ შემდეგი მიზეზებისთვის:
შიდა ჩანაწერები.
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტი და მომსახურება.
პერიოდულად შეიძლება გამოგიგზავნოთ სარეკლამო წერილები თქვენ მიერ წარმოდგენილ ელექტრონულ ფოსტაზე ახალი პროდუქტების, სპეციალური შეთავაზებების ან სხვ. შესახებ, რაც ვთვლით, რომ თქვენთვის საინტერესო იქნება.
პერიოდულად ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია, იმისთვის რომ დაგიკავშირდეთ საბაზრო კვლევის მიზნებისთვის. ჩვენ შეიძლება დაგიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის, ფაქსის ან ფოსტის მეშვეობით. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია, რომ თქვენს ინტერესებს მოვარგოთ ჩვენი ვებ გვერდი.
უსაფრთხოება
ჩვენ გარწმუნებთ ვიღებთ იმაზე, რომ თქვენი ინფორმაცია დაცულია. არაავტორიზებული წვდომისა და ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით ჩვენ გამოვიყენეთ ფიზიკური, ელექტრონული და მენეჯერული პროცედურები იმ მიზნით, რომ დავიცვათ ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია.
როგორ ვიყენებთ cookies
Cookie არის პატარა ზომის ფაილი, რომელიც ითხოვს თქვენი კომპიუტერის hard drive-ზე განთავსების ნებართვას. მას შემდეგ, რაც თანხმობას მისცემთ, ფაილი დაემატება და cookie გვეხმარება ვებ ტრაფიკის ანალიზში ან გაგებინებთ, როდესაც ეწვევით კონკრეტულ ვებ გვერდს. Cookie ვებ აპლიკაციებს აძლევს საშუალებას გამოგეხმაუროთ ინდივიდუალურად. ვებ აპლიკაციას შეუძლია შეასრულოს ოპერაციები თქვენი საჭიროებების, მოწონების და არ მოწონების შესაბამისად, თქვენი პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებით და დამახსოვრებით.
ჩვენ ვიყენებთ traffic log cookies იმისთვის, რომ დავადგინოთ, რომელი გვერდების გამოყენება ხდება. ეს გვეხმარება ვებ გვერდის ტრაფიკის ანალიზსა და ჩვენი ვებ გვერდის გაუმჯობესებაში, იმისთვის, რომ მომხმარებელთა მოთხოვნებს მოვერგოთ.
ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური ანალიზის მიზნებისთვის, ხოლო შემდგომ მონაცემები იშლება სისტემიდან.
საერთო ჯამში, cookies გვეხმარება, რომ უზრუნველვყოთ უკეთესი ვებ გვერდი თქვენთვის, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, რომელი გვერდებს მიიჩნევთ გამოსადეგად და რომელს არა. Cookie ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ გვაძლევს თქვენს კომპიუტერში შესვლის საშუალებას ან თქვენს შესახებ რაიმე ინფორმაციაზე წვდომას, გარდა იმისა, რასაც თქვენ გადაწყვეტთ რომ გაგვიზიაროთ.
სხვა ვებ გვერდებზე ბმულები
ჩვენი ვებ გვერდი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა ვებ გვერდებზე. თუმცა, როგორც კი გამოიყენებთ აღნიშნულ ბმულებს და დატოვებთ ჩვენს ვებ გვერდს, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ გვაქვს კონტროლი აღნიშნულ სხვა ვებ გვერდებზე. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელნი დაცულობაზე და იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, რომელსაც თქვენ წარადგენთ მაშინ, როდესაც ამგვარ სხვა ვებ გვერდებს ეწვევით და ამ სხვა ვებ გვერდებზე არ ვრცელდება წინამდებარე კონფიდენციალურობის განცხადება. თქვენ უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე და შეხედოთ კონფიდენციალურობის განცხადებას, რომელიც ეხება ამ სხვა ვებ გვერდებს.
თანხის დაბრუნების პოლიტიკა ონლაინ შესყიდვის დროს
იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება ონლაინ შეძენისას გადახდილი თანხის დაბრუნება, თანხის დაბრუნება შესაძლებელია და დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ტურისტი გადაწყვეტს, რომ აღარ ესტუმროს საქართველოს და მან შეიძინა ბარათი, თუმცა არასდროს გამოუყენებია.